LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიღაც მაგრად თამაშობს, თუ დაწერა უნდოდა, მე მომწერდა… პროკურატურაშია გადაცემული და გამომჟღავნდება ყველაფერი“ – რას აცხადებს გურამ დადიანიძის დედა

535

მას შემდეგ, რაც 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა, გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი „ტვ პირველთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

„სასწრაფო ინფორმაციაა, გურიკა დადიანიძის ნამდვილი “ფეისბუკიდან” დაიწერა ეს პოსტი” – რა ინფორმაციას ავრცელებს ოჯახის ახლობელი 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის შესახებ

სოფო ბიბილაშვილის განცხადებით, მისმა შვილმა მისი Facebook პროფილი იცის და თუ დაწერა უნდოდა, მას მისწერდა.

„გური, „მოვიდა დრო“ – ეს რას ნიშნავს შვილო“ – სოფო ბიბილაშვილი გურამ დადიანიძის „ფეისბუკის“ პირად გვერდზე, ოსურ ენაზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება

„ვიცი, რომ გურიკას საიტია და გურიკამ საიტი თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, რომ ცოცხალი ვარ და მოვდივარ. გურიკა კახა გელაშვილს საიდან მისწერდა, როცა დედა და მამა ჰყავს, დედას და მამას მისწერდა.

ვიღაც აკეთებს, ვიღაც მაგრად თამაშობს, თუ ამ საქმეს სათამაშოდ ხდის, ხალხის მასხრად აგდება გამოდის, აბა რა გამოდის?

თქვენ რომ იყოთ ჩემს ადგილზე და წაიკითხოთ: „დე, ცოცხალი ვარ“ და კახა გელაშვილთან აქვს მიწერილი, რას იფიქრებთ?

მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ ეგ არის სიცრუე, იმიტომ რომ გურიკას უამრავი ხალხი ჰყავს – ნათესავები, ბიძაშვილები, მამიდა, მამა, დედა, ხომ მისწერდა? რაღა კახა გელაშვილს მისწერდა? გურიკას მხრიდან (facebook-ზე) 3-4 (პოსტი) დაიწერა, „დე ცოცხალი ვარ“ მერე დაიწერა რუსულად – მალე მოვალო თუ რაღაც და ახლა ოსურად დაიწერა – „დადგა დროო“, ჩემმა შვილმა ჩემი Facebook პროფილი იცის, თუ დაწერა უნდოდა, მომწერდა მე! არაფერი არ ვიცი, მართლა, თუ პოლიცია არ დაადგენს საიდან მოდის ეს მესიჯები, ვის მოაქვს, პროკურატურაშია გადაცემული და გამომჟღავნდება ყველაფერი“, – უთხრა სოფო ბიბილაშვილმა „ტვ პირველს“.

ცნობისათვის, 18 აგვისტოს, 12 წლის წინ მლეთაში დაკარგული 17 წლის გურამ დადიანიძის „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. 

„Арцыд растаг“ – ითარგმნება, როგორც „მოვიდა დრო“ [ასევე ითარგმნება, როგორც: „ჩვენ დრომდე“, „წამოვიდა დროზე“, „მშვიდიბიანი ჟამი“, „მშვილობიანი დრო“]. ვინ დაწერა აღნიშნული განცხადება, ამ დროისთვის უცნობია.

დადიანიძის ოჯახის ახლობლები და არამხოლოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

„მე დედა ცოცხალი ვარო“, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, ვისი აიპიდან, გარკვეული მაქვს…“ – რას ამბობს გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი „ფეისბუკზე“ დაწერილ პოსტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები