LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიკა ბუკია: “კვირა რომ 7 ნოემბერია და ძალიან მძიმე თარიღი, გახარებული ქოცებისგან არ უნდა გაგეგოთ”

346
vikabukia20916-2020-09-16-09-23-05-880164

“ნაციონალური მოძრაობა” პარტნიორ პარტიებთან “ლელოსთან” და “დროასთან” ერთად თბილისში აქციას არა 7 ნოემბერს, არამედ 6 ნოემბერს გამართავს. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ნათქვამი მოგვიანებით პარტიაში დააზუსტეს.

მანამდე რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ნიკა მელიამ აქციაზე მიმართა, რომ მომდევნო კვირას შეკრებილიყვნენ თბილისში, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე.

მომდევნო კვირა დღე 7 ნოემბერია. თარიღი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენლებს დღემდე ახსენებენ.

ოპოზიციის აქცია თბილისში აქციას არა 7 ნოემბერს, არამედ 6 ნოემბერს გაიმართება

სწორედ ამ თემას ეხმაინება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია.

“კალაძეც ხომ არ დაწერს ბარემ რამეს 7 ნოემბერზე? ასეთი ყალბები როგორ ხართ? მურუსიძეები კი, მაგრამ თქვენ არ გააგრძელეთ? მეგის ქარდავების მოადგილეები კანდიდატებად არ აქციეთ – ჩიქოვანები და კოცნელიძეები; საკუთარ ამომრჩეველს შეამოახაზინეთ ეს ხალხი.

რას იბღინძებით? თბილისის მერობის კანდიდატი მაინც არ გყავდეთ 7 ნოემბრის და სანდრო გირგვლიანის მკვლელების გამპრავებელი.
და ოპოზიციას მეტი ფიქრი მართებს. და კალენდარში ჩახედვა. კვირა რომ 7 ნოემბერია და ძალიან მძიმე თარიღი, გახარებული ქოცებისგან არ უნდა გაგეგოთ”, – წერს ვიკა ბუკია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g