LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმედოვნებთ, რომ საქართველს ხელისუფლებამ გაკვეთილი მიიღო და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, გაჩნდება შესაძლებლობა ავიამიმოსვლის განახლების საკითხი განვიხილოთ: რუდენკო

53
1616688396-რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო რუსულ მედიასთან საუბარში იმედს გამოთქვამს, რომ პანდემიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში დადგება.

„2019 წლის ივლისში რუსული ავიაკომპანიებისთვის დაწესებული აკრძალვა მოქალაქეთა საჰაერო ტრანსპორტირება განეხორციელებინათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე, იყო იძულებითი ღონისძიება, რომელიც გამოწვეულია ცნობილი ანტირუსული პროვოკაციით. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ღონისძიება დროებითია.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარიდან გაკვეთილი მიიღო და კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებული სანიტარული-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, გაჩნდება შესაძლებლობა ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ“, – განაცხადა რუდენკომ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები