LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიმყოფები თვითიზოლაციაში…შეწუხებული ვარ, რომ მომიწია ჩემი კოლეგების დატოვება იტალიაში” – დათო გომართელი

865
დათო (1)

მომღერალი დათო გომართელი, რომელიც იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად მუშაობს, სოცალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

“ძვირფასო მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო უახლოეს საათებში, სოციალურ ქსელებში ჩემს მიმართ არასწორი ინფორმაციების გავრცელებას.

მოგახსენებთ,რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო და კერძოდ დედაჩემის ჯანმრთელობის გაუარესების დიდი რისკის გამო (დედა 90 წლის გახლავთ). მომიწია, ყველანაირი დიპლომატიური პროტოკოლის წესის დაცვით, იტალიიდან დროებით საქართველოში გამომგზავრება.

საქართველოში შემოსვლის დროს,საზღვარზე გავიარე დადგენილი შემოწმება და რეგულაციების თანახმად ვიმყოფები თვითიზოლაციაში და საბედნიეროდ ავადმყოფობის არანაირი სიმპტომები არ გამაჩნია.

ჩემი საქართველოში შემოსვლისთანავე დავრეკე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე (მსურვრლებს შეუძლიათ გადაამოწმონ) და მათგან მივიღე შესაბამისი რეკომენდაციები. სამწუხაროდ აღმოჩნდა,რომ ჩვენს ქვეყანაში კეთილი ადამიანების გარდა არსებობენ პიროვნებები, რომლებიც არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ავრცელებენ არასწორ და მავნებლურ ინფორმაციას. ამით ჩვენს ქვეყანას აგდებენ უფრო რთულ და პანიკურ სიტუაციაში.
რაც ჩემი აზრით ძალზე საშიშია. არ დაუჯეროთ ასეთ „ფეიკ“ ინფორმაციებს

აქვე მსურს გითხრათ,რომ ძალზე შეწუხებული ვარ, რომ ამ კრიზისული სიტუაციის დროს მომიწია ჩემი კოლეგებისა და თანამშრომლების დატოვება იტალიაში.
ქედს ვუხრი ყველა მათგანს, მათი პროფესიონალიზმისთვის, ქვეყნისა და საქმის ერთგულებისათვის.

კიდევ ერთხელ მსურს მადლიერების გრძნობა გამოვხატო ჩემი მეგობრებისა და საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც მართლა ალალად განიცდის არამარტო ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, არამედ მთელს სამყაროში არსებულ მძიმე მდგომარეობას. იცავს რეგულაციებსა და არ არღვევს კანონს”, – წერს მომღერალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g