გასულ კვირას ჰოლივუდის ვარსკვლავი, შონ პენი პაპარაცებმა შეყვარებულთან, ვალერია ნიკოვთან სეირნობისას დააფიქსირეს. წყვილმა მედიისა და საზოგადოებრივი ინტერესის დიდი ტალღა გამოიწვია, განსაკუთრებით მათ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობის გამო. 64 წლის მსახიობსა და მის რჩეულს შორის ასაკობრივი სხვაობა 34 წელს შეადგენს, ვალერია 30 წლისაა.
64 წლის შონ პენი 34 წლით უმცროს შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა და მსოფლიო აალაპარაკა
ვალერია ნიკოვი მოლდოვაშია დაბადებული. ის მსახიობი და მოდელია, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და აქტიურად ცდილობს კარიერის განვითარებას კინოსა და მოდის ინდუსტრიაში. ნიკოვი ამ ეტაპზე თანამშრომლობს პარიზის სააგენტო Premium Models-თან.
აღსანიშნავია, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სატელევიზიო პროექტში, მათ შორის Emily in Paris-ში და სხვა ფრანგულ სერიალებში.
პენი და ნიკოვი პირველად ერთად 2024 წელს გამოჩნდნენ. მას შემდეგ წყვილი პაპარაცების ობიექტივში ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობის დროსაც მოხვდნენ. პენმა რჩეული ოფიციალურად წითელ ხალიჩაზეც გამოაჩინა.
„ბიჭია თუ გოგო?“,„შონ პენის გემოვნება აშკარად უცნაურია“, „ზედმეტად პატარა ხომ არ არის?“,„შონი ბავშვივით გამოიყურება მის გვერდით“, – არ წყდება კომენტარები.


