LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ბიჭი, რომელიც ფილარმონიასთან აფეთქებას ემსხვერპლა

12746
118806538-1988708797928770-8235851304249046396-n

გუშინ, 4 სექტემბერს, ფილარმონიასთან კლუბ „დეჟავუში“ აფეთქებას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი იყო მუშა, რომელიც გასართობ ცენტრს არემონტებდა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება გარდაცვლილის ვინაობა.

ახალგაზრდა გიგა გრიგალაშვილია.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ის ჟურნალისტ ნინო ომანაძის ძმისშვილია.

„მივედი სამსახურში და 4 საათზე ეს აფეთქება ფილარმონიასთან, საშინელი კადრებით… 1 გარდაცვლილიო და გულში გავიფიქრე უბედური დედამისი, ნეტა ვინ ჩაიცვა კიდევ შავი მეთქი და თურმე ჩემი მეგობრის შვილია ხალხნო, კლასელის, ვისთან ერთადაც გავიზარდე….

უკარგესი, უწესიერესი, ფეხზე მყარად დამდგარი შვილი, კარგი ვაჟკაცი, ულამაზესი, გიგა გრიგალაშვილი, რა ვთქვა არ ვიცი, როგორ მიუვსამძიმრა დედამისს არც ის ვიცი,უბრალოდ გამძლეობას ვუსურვებ…

ვუსამძიმრებ ჟურნალისტ, ნინო ომანაძეს, ძმისშვილის გარდაცვალებას…

ეს არის გაუგონარი ტრაგედია,”- წერს ხათუნა ნოზაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ 4 სექტემბერს ფილარმონიასთან კლუბ „დეჟავუში“ აფეთქება მოხდა.

შემთხვევის ადგილზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

არიან დაშავებულებიც, რომლებიც ხეჩინაშვილის, ალადაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ჟანგბადის ბალონმა გამოიწვია.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g