LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ბიჭი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს თავისი ქურთუკი დაუთმო

49164658_2013408688740591_413379104612548608_o

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა,  დემ­ო ლო­მი­ძემ გაავრცელა ფოტო, სადაც მიუსაფარი ძაღლის მიმართ ბავშვის მზრუნველობაა აღბეჭდილი. ირკვევა , რომ  მოზარდი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს თავისი ქურთუკი დააფარა და გაათბო, 11 წლის ლევან გიორგაძეა.

ბიჭის ასეთმა მზურვნელობამ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების ყურადღება მიიქცია. როგორც ირკვევა, სააგენტომ ლევანთან ერთად ერთ-ერთ ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლი დადგა.

“ლევანი, გუშინ გავრცელებული ფოტოს გმირია, სადაც ჩანს, თუ როგორ აფარებს მოზარდი თავის ქურთუკს ეზოში მწოლიარე მიუსაფარ ძაღლს. ის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსაც ესტუმრა და სააგენტოს მიერ ჩატარებულ სამაშველო ოპერაციებსაც გაეცნო.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სუნდუკიანის ქუჩაზე, 11 წლის ლევან გიორგაძესთან ერთად, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლი დადგა”, – წერია სააგენტოს განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g