LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ჩამოშლილი, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელია, სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე: კახა კალაძე

55
კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი „მიხეილ სააკაშვილი საუკეთესო ადგილზე იმყოფება, სადაც სასჯელის მოხდა მოუწევს“. მისივე განმარტებით, მან პასუხი უნდა აგოს იმ დანაშაულებზე, რომელიც ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩაიდინა.

კალაძე სააკაშვილის დასაკავებლად ჩატარებულ სპეცოპერაციას „იდეალურს“ უწოდებს და ამბობს, რომ „ვინ არის ჩამოშლილი ეს საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელია“.

„ვინ არის ჩამოშლილი მგონი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელია. მიხეილ სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე რუსთავში, სადაც მოუწევს პასუხისგება იმ კონკრეტულ ჩადენილ დანაშუალებზე, რომელიც მან ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩაიდინა.

დაელოდეთ ამ პროცესებს, საკმაოდ საინტერესო მოვლენებია. ეს იყო სპეცოპერაცია, შესაბამისმა სამსახურებმა ზუსტად და უკეთ იციან თუ როდის, როგორ უნდა მომხდარიყო აყვანის ოპერაცია. იდეალურად იყო შესრულებული. მადლობა შსს-ს და უშიშროების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ძალიან მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია ჩატარდა მშვიდობიანად, წყნარად ყოველგვარი პრობლემის გარეშე და ყველა ადამიანს მიუჩინეს საკუთარი ადგილი.

რაც შეეხება იმას ვინ რა იცოდა, შესაძლოა, პარტიის გენერალურმა მდივანმა ბევრი რამ ვიცოდე, მაგრამ არის კონკრეტული სპეცოპერაციები, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი უფლება არ მაქვს საუბრის გაჟღერების. შესაძლოა, რაღაცები არც ვიცოდე და არც უნდა ვიცოდე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, კრიმინალი და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ბრძანდება რუსთავის საპყრობილეში, სადაც მოუწევს სასჯელის მოხდა“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g