LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ჭიათურის მაღაროში დაღუპული მუშა

208
61

ჭიათურაში დარკვეთის მაღაროში დაღუპული მუშა 29 წლის გაგა ბოჭორიშვილია.  ადგილობრივი პროფკავშირის ინფორმაციით, მუშა სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოჰყვა. კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ მაღაროში უსაფრთხოების ნორმები დარღვეული არ ყოფილა.

გამოიკითხნენ თანმხლები მუშები. ისინი აცხადებენ, რომ ჩამონგრევა არ მომხდარა. ახალგაზრდა კაცი მართავდა სატვირთო ავტომობილს, რომელიც პულტით იმართება და პულტის არასწორი მოქმედების შედეგად კედელს შეეჯახა.

გარდაცვლილი დარკვეთის მაღაროში ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. 29 წლის მამაკაცის, გაგა ბოჭორიშვილის ცხედარი გუშინ გვიან ღამით პროზექტურაში გადაასვენეს

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “ჯორჯიან მანგანეზმა“.

„დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა.

ამ დროისთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g