LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ეს გოგო: როგორ მოხვდა ვიღაც არაპროფესიონალი ოლიმპიადაზე (ვიდეო)

68

ოლიმპიადაზე სასწაული კურიოზი მოხდა, რამაც თამაშების სისტემის გამართულობას ჩრდილი მიაყენა.

ამერიკელი ელიზაბეტ სუანი ოლიმპიადაზე უნგრეთის სახელით გამოვიდა. მან მონაწილეობა მიიღო სათხილამურო ფრისტაილში, სადაც ბოლო ადგილი დაიკავა. საქმე ისაა, რომ სპორტსმენი ჰალპაიპში მონაწილეობდა – ეს გახლავთ სპორტი, სადაც დახრილ კონსტრუქციაზე ტრიუკებს ასრულებენ. სუანი კი ტრიუკების ნაცვლად უბრალოდ ჩასრიალდა და რამდენეჯერმე ახტა.

აღმოჩნდა, რომ 33 წლის ელიზაბეტი არაპროფესიონალია და ოლიმპიადაზე სწორედ სისტემის გაუმართაობის გამო მოხვდა. იმისათვის, რომ ოლიმპიადაზე მოხვედრილიყო, ამერიკელი რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრზე ტოპ-30-ში უნდა ყოფილიყო, მან კი უბრალოდ აირჩია ღონისძიება, სადაც 30 მონაწილეზე ნაკლები სპორტსმენი გამოდიოდა.

უნგრეთის სათხილამურო სპორტის ფედერაციის ცნობით, მათ არასდროს უნახავთ როგორ სრიალებს სუანი. გოგონამ ოლიმპიადაზე გასამგზავრებელი თანხა საკუთარი ჯიბიდან დადო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g