LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის გურამ ლომიძის ულამაზესი რჩეული და რატომ არ აქვს კონტაქტი ერთ-ერთ შვილთან? – მომღერლის გულახდილი ინტერვიუ

4793
2026-02-01_01-15-14_605881

„ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრი, მომღერალი გურამ ლომიძე „ზმნასთან“ ინტერვიუში თავისი პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ გულახდილად საუბრობს.

– მყავს ულამაზესი, უმშვენიერესი შეყვარებული. მე და ეკატერინე ტუღუში ხუთი წელია ურთიერთობაში ვართ. ხუთი წელი რომ ხარ ურთიერთობაში, უკვე სერიოზული თემაა. სხვათა შორის, ძალიან ვუხდებით ერთმანეთს.

– ყოფილებთან რა ურთიერთობები გაქვს?

– ზოგთან კარგი, ზოგთან – ცუდი. უმეტეს შემთხვევაში, ცივილური. მყავს სამი შვილი. 23 წლის ნიკუშა, 15 წლის ლიამი და 9 წლის ელიზაბეტი. ლიამთან (დედის გადაწყვეტილებით) არ მაქვს კონტაქტი. ის ამერიკაში ცხოვრობს. ნიკუშა, ძმაკაცივით მყავს.

მასში ჩემს ახალგაზრდობას ვხედავ. მაგრად მგავს, როგორც ფიზიკურად, ისე – ხასიათით. განათლებით დედას დაემსგავსა. ამერიკაში, ბერკლიში თეატრალური ფაკულტეტი (კინომცოდნეობა, მსახიობობა) დაამთავრა. ახლა ბარსელონაში „გულაობს”. ზაფხულში ჰოლივუდში წასვლას აპირებს. ელიზაბეტი არტისტულია, მღერის. ალბათ, მომღერალი იქნება.

ნიკუშას და ელიზაბეტს გადასარევი ურთიერთობა აქვთ. ხშირად ერთად არიან. როცა ნიკუშა ჩიკაგოშია, სულ ჩემთან არის, ელიზაბეტიც კვირაში ოთხი დღე ჩემთანაა. და-ძმა კარგად ერთობა.

გურამ ლომიძე: „ციხეში რომ არ მოვხვედრილიყავი, გამარიდეს იმ გარემოს…“

„ქალური სილამაზე“ – გურამ ლომიძის რჩეული წითელ ხალათში გადაღებულ ფოტოსესიას გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g