LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის სომეხი გოგო, რომელიც გუჩის ჩვენებაზე გამოსვლის გამო სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა

3117
1569741608219781

23 წლის სომეხი გოგო, რომლის სურათები სოცალურ ქსელში გავრცელდა, ირკვევა, რომ მოდელი არ არის და “გუჩის” სახეც არ გამხდარა. როგორც გამოცემა Fashion Holics Online წერს, არმინე არუთიანი მხატვარია და ჩვენების ამგვარ გახსნას სპეციალური დატვირთვა ჰქონდა.

“ეს სომეხი გოგო მოდელი არაა, მხატვარი ილუსტრატორია. გუჩის ახალ შოუში მონაწილეობდა გახსნით ნაწილში, რომელიც საკამათო იყო. ჩვენება დამაწყნარებელი პერანგებით შემოსილებმა გახსნეს, რასაც ერთი გოგონასგან პროტესტიც მოჰყვა. ხელებზე დაიწერა: მენტალური ჯანმრთელობა არ არის მოდა. ესკალატორზე იდგნენ და თეთრ პერანგებში უმაკიაჟოდ, ვარცხნილობის გარეშე, ფერკმრთალები და ცოტა შემზარავი სახეებით გამოვიდნენ, რაც მძიმე აურის შექმნას ემსახურებოდა.

შემდეგ დაიწყო ტიპური შოუ, რომელზეც მოდელები გამოდიან. ერთი შეხედვითაც ცხადი იყო, რომ ასეთი გახსნით მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე იყო რეფერენსები, რაც მოგვიანებით გუჩიმ ახსნა, როგორც ექსტრემალური გამოხატულება იმ უნიფორმებისა, რომელსაც საზოგადოება განსაზღვრავს და აკონტროლებს, თუ როგორ გამოიყენება ძალაუფლება იდენტობის გასანადგურებლად. გუჩის დიზაინერს თავად აქვს მსგავსი პრობლემები და მკურნალობს. შესაბამისად მისთვის ეს თემა ძალიან პირადული, მნიშვნელოვანი და საინტერესოა. იმ ადამიანებს, რომლებიც შოუს გახსნით ნაწილში მონაწილეობდნენ, პოდიუმზე ქეთვოქიც არ ჰქონიათ, უბრალოდ თეთრი ხალათებით იდგნენ ესკალატორზე, როგორც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებსაც სახეზე იდენტობის გაურკვევლობა და დარღვევები აწერიათ და ასეთი ტიპაჟები უნდოდათ. ერთი რომ ალესანდრო მიკელეს გუჩი ტოპ მოდელებზე მორგებული ბრენდი არაა, მეორე რომ თემა განსაკუთრებით ისეთი ჰქონდა, იქ ადრიანა ლიმა ვერ დადგებოდა. ამ ადამიანებს ეს როლი ჰქონდა გუჩის შოუშიც, რომელიც ფაქტობრივად კარგი სპეკტაკლია ალესანდროს ხელმძღვანელობით” – წერს FashionHolics Online.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები