LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ტედროს ადანომ გებრეისუსი, რომელიც მსოფლიოს „ისტერიული განცხადებებით ამარაგებს“

1517
24WHO-superJumbo

„ვაფრთხილებთ მსოფლიოს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა სულ უფრო ვიწროვდება“;

„პანდემია აჩქარდა, ვირუსს უნდა შევუტიოთ“;

„ფეხბურთის თამაშს ვერ მოიგებ მხოლოდ თავდაცვით, საჭიროა, შევუტიოთ აგრესიული ტაქტიკით“

კორონავირუსთან დაკავშირებით გაკეთებული ეს განცხადებები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორს ტედროს ადანომ გებრეისუსს ეკუთვნის. 

იმედისმომცემად ნამდვილად არ ჟღერს მისი განცხადებები. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიის პრევენციისთვის გადამწყვეტი ზომების მიღება დააგვიანა.

პანდემია მხოლოდ 11 მარტს გამოცხადდა, მაშინ, როცა მსოფლიოში კორონავირუსით უამრავი ადამიანი იყო გარდაცვლილი და დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა. 

დავინტერესდით, ვინ არის ტედროს ადანომ გებრეისუსი, რომელიც მსოფლიოს „ისტერიული განცხადებებით ამარაგებს“.

ეთიოპიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე 1965 წლის 3 მარტს ასმერაში (ამჟამად ერითრეა), ინჟინრის ოჯახში დაიბადა.

1986 წელს ბაკალავრის ხარისხით დაასრულა ასმერის უნივერსიტეტი ბიოლოგიის სპეციალობით და ლაბორანტად დაიწყო მუშაობა ეთიოპიის ჯანდაცვის სამინისტროში. 1991 წელს, მენგისთუ ჰაილე მარიამის სამხედრო რეჟიმის დამხობის შემდეგ საშუალება მიეცა სწავლა გაეგრძელებინა საზღვარგარეთ.

1992 წელს დაასრულა ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ინფექციური დაავადებების იმუნოლოგის სპეციალობით. 

2000 წელს ნოტინგემის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. მისი სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნებოდა ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში მალარიასთან ბრძოლის პრობლემებს. დამატებითი საგნმანათლებლო კურსები გაიარა დანიასა და შვედეთში.

2001-2003 წლებშ იყო ტიგრაის რეგიონის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

2003 წელს დაინიშნა ეთიოპიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ.

2005-2012 წლებში ეთიოპიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრია. ამ თანამდებობაზე მუშაობისას მან გაატარა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმა, რათა გაეზარდა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა.

ამ პერიოდში შეიქმნა 3 500 ჯანდაცვის ცენტრი და 16 000 სამედიცინო პუნქტი. 7-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის მუშაკთა რაოდენობა.

2012-2016 წლებში ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი 2017 წლის 1 ივლისიდანაა.

ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს მისი ხუთი ძირითადი პრიორიტეტია:

ჯანმრთელობის საყოველთაო მიღწევების გაშუქება;

ჯანმრთელობის გადაუდებელი შემთხვევები;

ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობა;

კლიმატის ცვლილებისა და გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე;

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირება…

 

ადამიანი, რომელსაც მსოფლიოს ჯანმრთელობა აბარია, საკუთარი ოჯახი არ ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g