LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი: ვერდერი გადარჩა, რიბერი გაქურდეს (ვიდეო)

118
107593306-3132887060098135-7847173414938638423-n

“იუვენტუსმა” და “ატლეტიკომ” მოლაპარაკებები დაიწყეს ლაკაზეტის ტრანსფერზე. ფრანგით “ინტერიცაა” დაინტერესებული.

რალფ რანგნიკი დათანხმდა “მილანის” თავკაცობას 2020/21 წლების სეზონიდან. ის სავარაუდოდ სპორტული დირექტორის პოსტსაც შეითავსებს.

ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგაში 200 მატჩი მოიგო. მარტო ფერგიუსონმა მიაღწია ამ ნიშნულს უფრო სწრაფად – სერ ალექსმა მხოლოდ 4 მატჩით აჯობა განსაკუთრებულს.

კრიშტიანო რონალდო ჯორჯინას ბიკინებიან ფოტოზე: “ყველა ლამაზი ქალი დედამიწაზე”.

 

“ვერდერი” ბუნდესლიგაში დარჩა. ბრემენელებმა ორჯერ ითამაშეს ფრედ “ჰაიდენჰემთან” გადასასვლელ შეხვედრებში და საგარეო 2:2-ის (მეტოქის მინდორზე გატანილი მეტი გოლი) გამო მთავარ ბუნდესლიგაში დარჩნენ.

კლაუდიო პისარომ როგორც იქნა დაასრულა კარიერა. ის “ვერდერში” 4-ჯერ მივიდა და იქ ლეგენდა გახდა.

ლორან ბლანი “ვალენსიას” პრიორიტეტული ვარიანტია. კანდიდატთა სიაში არიან მარკო სილვა და კიკე ფლორესი.

ფრენკ რიბერის სახლი გაქურდეს, სანამ ფრანგი ფეხბურთელი “პარმასთან” საგარეო მატჩზე იმყოფებოდა.

ბარტომეუ და მუნიაინი შესაძლოა 18 ათასი ევროთი დააჯარიმონ “რეალთან” მატჩში VAR-ის კრიტიკის გამო.

ლეონარდოს სურს პსჟ-ში მასიმილიანო ალეგრი იხილოს, მაგრამ კლუბი ჯერჯერობით ენდობა ტუხელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები