LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ და რატომ არ ენდობა/ენდობა GFK-ის კვლევებს?

123

სოციოლოგიური კვლევების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მითუმეტეს ”რუსთავი ორის” დაკვეთით ჩატარებულის, ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა, რადიო ”ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უნდობლობის მთავარ მიზეზი კვლევის მეთოდოლოგიაა. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ  პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, შედეგები თავისი მიზნებისთვის გამოიყენონ.

”საზოგადოებას მოვუწოდებ ამ კვლევას ნუ შეხედავენ სერიოზულად. მმართველი პარტიის კონკურენტად საპარლამენტო არჩევნებზე არცერთ პარტიას არ განვიხილავ. ვერ გეტყვით ”ქართული ოცნების” შიდა კვლევით რა შედეგი გვაქვს, ვინაიდან კვლევებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ” – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

განსხვავებული პოზიცია აქვს ”ნაციონალურ მოძრაობას”. როგორც პარტიის ერთერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა, რადიო ”ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა, არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ კვლევას უნდობლობა გამოუცხადოს.

”საზოგადოებრივი გამოკითხვები არის მეცნიერების დონეზე აყვანილი, აქვს თავისი მეთოდიკა. გასაგებია, რომ არის ცდომილების ზღვარი და შეიძლება საკამათო იყოს ის, თუ როგორ უნდა დასმულიყო კვლევის შეკითხვა.  GFK-ის კვლევამ აჩვენა, რომ აგვისტოს მონაცემებით, ოცნების ხელისუფლება დასრულდება ოქტომბერში” – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა

magti 5g