„საქართველოს ბანკის“ და“Welcome to Georgia“-ს თანამშრომლობით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გაიმართება. ღონისძიება 2 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ჩატარდება.
როგორც ”ფორტუნას” ”საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, ბანკი ნომინაციაში “ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით” გამარჯვებულს, ფულადი პრიზით და ერთი წლის განმავლობაში უფასო საოპერაციო პროდუქტებით დააჯილდოვებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.
“Welcome to Georgia“-ს პროექტში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ნომინანტმა მიიღო, რეგისტრაცია კი 2016 წლის 15 ივნისიდან 20 სექტემბრამდე, პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე მიმდინარეობა.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავეკომპანიებმა, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროებმა, ტურისტულმა სააგენტოებმა და ტურ-ოპერატორებმა. ასევე, ღონისძიებების და ფესტივალების, რესტორნების და საკვები ობიექტების, სერვისის მიმწოდებლებმა, ღვინის კომპანიებმა, მოგზაურმა ფოტოგრაფებმა, გასართობმა და ბიზნეს ობიექტებმა. ნომინანტების შეფასების პროცესი გაყოფილი იყო ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე – მიმდინარეობდა ონლაინ ხმის მიცემა, პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები შეაფასა – კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ქართველი, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან. მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, ჟიურის შეფასება და ონლაინ ხმები თითოეული ნომინანტისთვის დაითვალა და შეაჯამა პროექტის დამოუკიდებელმა აუდიტორმა „ბიდიო საქართველო“-მ, შესაბამისად გამოავლინა ფინალისტები და გამარჯვებულები თითოეულ ნომინაციაში”, – განაცხადეს ”საქართველოს ბანკში”.