LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ დააფინანსა ლევან აკინის ფილმი „გზაჯვარედინზე“ – რა განცხადებას ავრცელებს საპროდიუსერო კომპანია

323
ლევან აკინის ფილმი

საპროდიუსერო კომპანია – 1991 Productions სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას ლევან აკინის ფილმის „გზაჯვარედინზე“ დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

„ლევან აკინის ახალი ფილმი „გზაჯვარედინზე”, რომლითაც გაიხსნა 2024 წლის ბერლინალეს პროგრამა „პანორამა”, 5 სხვადასხვა ქვეყნის საპროდიუსერო კომპანიის კოპროდუქციას წარმოადგენს. შვედ, ფრანგ, დანიელ და თურქ პარტნიორებთან ერთად, ფილმის წარმოებაზე იმუშავა, ნინო ჩიჩუასა და ანა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა  საპროდიუსერო კომპანიამ  – 1991 Productions. 

პარტნიორმა კომპანიებმა საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დანიიდან, თურქეთიდან და საქართველოდან ფილმის კოპროდუქციაში ჩადეს საკუთარ ქვეყნებში მოძიებული ფინანსური რესურსი. კომპანიის დროის და რესურსის შენატანს მიღმა, ქართულმა კომპანიამ –  1991 Productions-მა ლევან აკინის ფილმის წარმოებაში ფულადი წვლილის შეტანა შეძლო  სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოს” პროგრამის “გადაიღე საქართველოში” დაფინანსებით.

ვრცელდება ცრუ ინფორმაცია კომპანია 1991 Productions-ის და ფილმის ,,გზაჯვარედინზე” დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებით. კომპანია 1991 Productions-ის კინოწარმოება  არასდროს დაუფინანსებია მამუკა ხაზარაძეს, ან მის მიერ დაფუძნებულ რომელიმე ორგანიზაციას.

თავს ვალდებულად ვგრძნობთ, ჩამოვთვალოთ პარტნიორები რომელთა ფინანსური კონტრიბუციითაც შეიქმნა ეს ფილმი:

ევროსაბჭოს კულტურის ფონდი ევრიმაჟი,

შვედეთის კინოინსტიტუტი,

შვედეთის ტელევიზია SVT,

Nordisk კინო და ტელევიზიის ფონდი,

RMV Film,

დანიის კინოინსტიტუტი,

DR დანიის მაუწყებელი,

ფრანგული კინოფონდი Aide aux cinémas du monde,

აწარმოე საქართველოში – პროგრამა “გადაიღე საქართველოში”.

1991 Productions 2017 წელს დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანიაა, რომელიც ევროპული კოპროდუქციის საშუალებით, ავითარებს და აფინანსებს ნიჭიერი რეჟისორების მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.

1991 Productions-ის უახლესი ფილმებია:

დოკუმენტური ფილმი – “ღიმილიანი საქართველო”, რეჟისორი  – ლუკა ბერაძე. მსოფლიო პრემიერა 2023 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

დოკუმენტური ფილმი – “დიდება დედოფალს”, რეჟისორები – თათია სხირტლაძე და ანა ხაზარაძე,  (კოპროდუქცია: ავსტრია, სერბეთი). ფილმი იხილეს 25-ზე მეტ ფესტივალზე მსოფლიო მასშტაბით. 2021 წელს, საქართველოში დაიმსახურა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო –  ოქროს პრომეთე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g