„ვოისი საქართველოს“ არსებობის განმავლობაში უპრეცედენტო ამბავი მოხდა. ანრი ჯოხაძემ და ნუცა შანშიაშვილმა თავიანთი გუნდების ბოლომდე შევსება ვერ შეძლეს. მათ თითო-თითო მონაწილე აკლიათ.
სწორედ ამის „გამოსასწორებლად“ ეკა ხოფერიას თოქ-შოუმ სპეციალური გადაცემის მომზადება გადაწყვიტა, სადაც ანრისა და ნუცას თავიანთი გუნდების საბოლოოდ დაკომპლექტების საშუალება მისცა. გადაცემის განმავლობაში ორივე შემსრულებლის წინაშე კონკურსანტები წარდგნენ და ანრიმ და ნუცამ შერჩევა ამ გზით დაასრულეს. გადაცემა ეთერში დღეს გავა.