გიორგი შაქარაშვილის ბიძი დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ ტვ პირველის ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ მან ზუსტად იცის, ვინ არიან ის პირები, რომლებიც 19 წლის ფეხბურეთელს გამოეკიდნენ.
„გიორგის ვინ გაეკიდა ისიც ვიცი, რამდენი იყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან, რომ არ გამოვახედებ ისიც ვიცი. გიდასტურებთ, რომ გიორგის რამდენიმე ადამიანი გაეკიდა, კონკრეტულ ციფრს ვერ გეტყვით. „ტოიოტა“- დან გადმოსული ადამიანების ნაწილი ამირხანაშვილთან დარჩნენ, ნაწილი კი გიორგის გაეკიდა.“– განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
იმდენ სისულელეს ვისმენ, რასაც რეალობასთან კავშირი არ აქვს... რას აპირებს შაქარაშვილის ოჯახი - ინტერვიუ გიორგის ბიძასთან
"მკვლელობის მეორე და მესამე დღის ვერსიები იდიოტის მოგონილია".
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი წლის დახრჩობით გამოწვეული ასფიქსიაა. დასკვნაში ასევე ჩამოთვლილი იყო, რა დაზიანებები მიიღო შაქარაშვილმა გარდაცვალებამდე.