LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იყო ფინალზე: პუტინი, მარადონა და სხვა VIP-ები ლუჟნიკებზე შეიკრიბნენ (ფოტოები)

208

მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. მუნდიალის გადამწყვეტი, ფინალური მატჩი ისეთი მოვლენაა, მასზე უამრავი სელებრითი მიდის ხოლმე. გამონაკლისი არც გუშინდელი ფინალი იყო. მოსკოვში ბევრი ცნობილი სახე ჩავიდა როგორც პოლიტიკური, ასევე უბრალოდ პოპულარული ხალხი.

 

საოპერო მომღერალი აიდა გარიფულინა ჩემპიონატის გახსნაზე რობი უილიამსთან ერთად მღეროდა, დახურვის ცერემონიაზე კი „კალინკა“ შეასრულა, რომლის არანჟირება DJ Smash-მა გააკეთა.

 

ჩემპიონატის ოფიციალურ სიმღერას ასრულებდნენ ნიკი ჯემი, ერა ისტრეფი და უილ სმიტი.

არსენ ვენგერი ვიპ-შესასვლელიდან შევიდა.

ფრანჩესკო ტოტიმ რონალდინიო და დიეგო მარადონა გამოიჭირა.

რეპერი French Montana ალბათ საფრანგეთს ქომაგობდა, ის ხომ French-ია.

„ლუჟნიკებზე“ პლანეტის ყველაზე სწრაფმა ადამიანმა უსეინ ბოლტმაც მიირბინა.

 

UFC -ის ექს ჩემპიონი კონორ მაკრეგორი ფორმაშია

სტივენ სიგალი

 

ფილიპ ლამმა და ნატალია ვოდიანოვამ მსოფლიო თასი თამაშის წინ სპეციალურ პლატფორმაზე მიიტანეს.

მსახიობი ზარა რონალდინიოსთან „გაიჩითა“ და უმალ მიიზიდეს სამუელ ეტოო, მიჩელ სალგადო და კარლეს პუიოლი.

რა თქმა უნდა, ტრიბუნებზე იყო საფრანგეთის პირველი კაცი ემანუელ მაკრონი, რომელმაც ემოციურად აღნიშნა გამარჯვება.

ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ბუნებრივია ფეხბურთზე იყო, რომელმაც წაგების შემდეგ ზლატკო დალიჩი დაამშვიდა.

 

ფიფას და რუსეთის პრეზიდენტების გვერდით ყატარის ემირი თამიმ ბენ ჰამად ელ-თანი იჯდა.

„ლუჟნიკებზე“ რუსეთის პრეზიდენტი ვლ. პუტინიც ბრძანდებოდა და დაჯილდოებისას ერთადერთი ქოლგის ღირსი გახდა, როდესაც წვიმა წამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g