LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მოაწერს ხელს პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ – ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებს ელოდებიან

223
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელს დღეს მოაწერენ. ორბელიანების სასახლეში ხელმოწერის პროცესი 11:00 საათიდან დაიწყო.

„ოპოზიციამ თავად ჩაანაცვლა საკუთარი „ბელადი“ ახლით – სალომე ზურაბიშვილით და ახლა ისინი გაუგებრობაში არიან“ – ირაკლი ღარიბაშვილი

როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აწერს, თუმცა, „გირჩის“, ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, დოკუმენტთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციებია საჭირო.

მსგავსი განცხადება გააკეთა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმაც. მან პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ქარტიაში არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კითხვები აქვთ და პრეზიდენტთან და კონსულტაციას გამართავენ.

„იქ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს… რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გასავლელია და ამაზე კომუნიკაციაა საჭირო“ – „გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“

ცნობისთვის, „ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

magti 5g