LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მოემსახურა ყველაზე მეტ მგზავრს 2021 წელს – საქართველოს ავიაბაზრის ლიდერები დასახელდა

74
jj

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი კვლავ Turkish Airlines-ია.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, საქართველოში ყველაზე მეტ მგზავრს სწორედ თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია მოემსახურა. კერძოდ, 2021 წელს Turkish Airlines-მა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით 274 ათას 404 მგზავრი გადაიყვანა. 2021 წლის რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, Turkish Airlines-ის წილი ქართული საავიაციო ბაზრის 11 %-ია.

რაც შეეხება ლიდერების ხუთეულში მყოფ სხვა კომპანიებს, 2021 წელს რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილს რამდენიმე ავიაკომპანია იყოფს. 2021 წლის მონაცემებით, ბაზრის 8-8%-იან წილს ფლობენ: Wizz Air, SkyUp Airlines, Pegasus Airlines და Belavia.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g