LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შეარჩევს სახალხო დამცველის კანდიდატს – შემფასებელი კომისიის შემადგენლობა ცნობილია

171
Untitled design (1)

შემფასებელი კომისია, რომელმაც სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატებზე რეკომენდაცია უნდა გასცეს, დაკომპლექტებულია.

შემფასებელი კომისია 9 წევრისგან შედგება, სია დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა:

◼ დავით ასათიანი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე;

◼ თამარ ზარანდია – თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;

◼ ნათია კუპრაშვილი – რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე;

◼ ლარისა ლიპარტელიანი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე;

◼ ელენე რუსეცსკაია – „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი;

◼ არნოლდ სტეპანიანი – „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე;

◼ ნინო ჩხობაძე – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე;

◼ ეკა ციმაკურიძე – „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ თავმჯდომარე;

◼ ლევან ცუცქირიძე – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ დირექტორი.

შემფასებელი კომისია ომბუდსმენობის კანდიდატებს ქულებით შეაფასებს, ის შემდეგაც აღნიშნული შეფასებები დეპუტატებს გადაეგზავნებათ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელი კომისიის დაკომპლექტების საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დღეს გამართა.

როგორც მოგვიანებით „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, წევრების შესახებ განსაკუთრებული წინააღმდეგობა, ან პრეტენზია არავის მხრიდან ყოფილა:

„პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა სია, ვინ იქნება იმ 9 კაცში, რომელიც შეფასებას გაუკეთებს სახალხო დამცველის კანდიდატებს და ამ სიის ირგვლივ გვქონდა მსჯელობა.

განსაკუთრებული წინააღმდეგობა, ან პრეტენზია არავის მხრიდან არ ყოფილა, რადგან თვითონ სია, ვთვლი, რომ ნორმალურია“, – აღნიშნა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g