წლის ბოლომდე წლის მთავარი ინტრიგა რჩება ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს. მოქმედი მინისტრი ამბობს, რომ შემცვლელის ვინაობა არ იცის.
ვინ მოიაზრება ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე – ეკატერინე ტიკარაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ მისი შემცვლელი შესაძლოა, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა გახდეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, თალაკვაძეს სამედიცინო სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ მის პორტფელს სწორედ ის გადაიბარებს.
“არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს, ვინაიდან, მისი ბექგრაუნდი არის ჯანდაცვასთან დაკავშირებული, ასევე მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში მუშაობდა C ჰეპატიტთან ურთიერთობის. აქედან გამომდინარე, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა ამ ეტაპისთვის მე თვითონ ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ,” – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
ის დარწმუნებულა, რომ მისი შემცვლელი ღირსეული კადრი იქნება და დაწყებულ პროგრამებს გააგრძელებს.
„იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, მე მექნება ამაზე ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვთვლი, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული. მნიშვნელოვანი არის, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები. ვინაიდან, ჯანდაცვა უპირველეს ყოვლისა და მით უმეტეს პანდემიის პერიოდში, მოითხოვს თანაბარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგას”,- თქვა ტიკარაძემ.
ამირან გამყრელიძე: პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს, ვინ შეიძლება გახდეს ჯანდაცვის მინისტრი.
პაატა იმნაძე: არ ვიცი, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი… ამერიკაში ვიყავი და არაფერი ვიცი. ახლა ჩამოვფრინდი და არაფერი ვიცი.
თენგიზ ცერცვაძე: ნამდვილად არ ვიცი, ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი; რამდენადაც ვიცი, ჯერ არაა შერჩეული.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 9 დეკემბერს გადადგა. მინისტრის მოვალეობებს ტიკარაძე წლის ბოლომდე შეასრულებს.
ამავე თემაზე:
“კანდიდატი იქნება ღირსეული” – რას ამბობს ტიკარაძე მის შემცვლელზე
გვერდში პროფესიონალები დაიყენოს – რა რჩევებს აძლევს სერგეენკო ჯანდაცვის მომავალ მინისტრს
იმნაძე ტიკარაძის გადადგომის მიზეზებზე: „ახლა ჩამოვედი ამერიკიდან და არაფერი ვიცი“