LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვერდში პროფესიონალები დაიყენოს – რა რჩევებს აძლევს სერგეენკო ჯანდაცვის მომავალ მინისტრს

112
Untitled design - 2021-12-14T115446.237

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მომავალ მინისტრს ურჩევს, სირთულეების დროს პროფესიონალები დაიხმაროს და „ინიციატივიანი გადაწყვეტილებები მიიღოს“.

დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძესთან და არჩილ თალაკვაძესთან ერთად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წლიურ ანგარიშს ესწრება.

ვინც არ უნდა იყოს, მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოვუცხადებ და მაქსიმალურ გამძლეობას ვუსურვებ – სერგეენკო მომავალ ჯანდაცვის მინისტრზე

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ვინ იქნება ახალი მინისტრი არ იცის, თუმცა ვარაუდობს, რომ ამ საკითხზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. ამასთან, კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა მთავრობაში დაპირისპირებას, სერგეენკო ამბობს, რომ ამაზე, „გულწრფელად, არაფერი იცის“.

„ვვარაუდობ, ახლა მიდის ინტენსიური კონსულტაციები, რადგან თვის ბოლოს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს. ახალი ჯანდაცვის მინისტრი ვინ იქნება, არ ვიცი, მაგრამ გვერდში დავუდგებით.

ჩემი რჩევა, როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ის იქნება, რომ როდესაც განსაცდელი ექნება (ბევრი ექნება ასეთი განსაცდელი და სირთულე) სამი კონვერტის მეთოდს კი ნუ გამოიყენებს, მობილიზდეს, გვერდში დაიყენოს პროფესიონალები და მიიღოს ინიციატივიანი გადაწყვეტილება“,- განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს წლის ბოლოს დატოვებს. მისი თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g