LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც არ უნდა იყოს, მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოვუცხადებ და მაქსიმალურ გამძლეობას ვუსურვებ – სერგეენკო მომავალ ჯანდაცვის მინისტრზე

169
Untitled design - 2021-12-13T193248.949

ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე ინტენსიური კონსულტაციები უნდა მიმდინარეობდეს, იმიტომ, რომ ეს ისედაც ძალიან მნიშვნელოვანი სფერო იყო და ახლა, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

„რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, მე ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ ჩართული ამ კონსულტაციებში, თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, მე მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოვუცხადებ და მაქსიმალურ გამძლეობას ვუსურვებ, იმიტომ, რომ ეს იქნება ყველაზე რთული პოზიცია უახლოესი თვეების განმავლობაში“, – აღნიშნა სერგეენკომ.

კობახიძე, თალაკვაძე, სერგეენკო – ვინ სახელდება ტიკარაძის შემცვლელად და ვინ თქვა უარი ჯანდაცვის მინისტრობაზე

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძე მინისტრის მოვალეობებს წლის ბოლომდე შეასრულებს.

მედიაში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატს ასახელებენ. თუმცა, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და ჯანდაცვის მინისტრის ვინაობას წლის ბოლომდე დაასახელებს პრემიერი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნება შესთავაზეს  დავით სერგეენკოს, მაგრამ მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g