ყველა გუნდს, როგორც წესი, ყავს შტატიანი პენალტისტი. დიდი ფეხბურთელები კი ცდილობენ ეს მისია საკუთარ თავზე აიღონ. პენალტის შესრულებაზე ბოლო გახმაურებული სკანდალი იყო პარიზში, როდესაც პსჟ-ში ახალმისულ ნეიმარს უნდოდა 11-მეტრიანის დარტყმა, მაგრამ იქ კიდევ ერთი ყოჩი – ედინსონ კავანი დახვდა. მოკლედ, დიდ გუნდებში ასეა და როცა დიდ გუნდებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში „რეალი“ და „ბარსა“ უნდა აღვნიშნოთ.
აბა ვნახოთ ვინ არიან ის ფეხბურთელები, ვინც ლა ლიგაში ყველაზე ხშირად ურტყამენ პენალტებს.
ვინ არიან და აქაც რონალდო და მესი. არის კიდევ ერთი, „რეალის“ ყოფილი ბომბარდირი და ლეგენდა, მექსიკელი უგო სანჩესი.
უგო სანჩესი
დაარტყა 71
გაიტანა 56
გააფუჭა 15
მესი
დაარტყა 59
გაიტანა 48
გააფუჭა 11
რონალდო
დაარტყა 72
გაიტანა 61
გააფუჭა 11