LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც ცეცხლი დაანთო, ის მიიღებს ცეცხლს“ – ისრაელმა „ჰამასის“ მეთაურის სახლი დაბომბა

205
israael

ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ მეთაურის სახლი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელი გააგრძელებს სრული ძალით მოქმედებას, ვინც ცეცხლი დაანთო, ის მიიღებს ცეცხლს, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.

„ჩვენ გავაგრძელებთ სრული ძალით მოქმედებას. გამანადგურებელ დარტყმებს ვაყენებთ ტერორისტულ ორგანიზაციას. ის, ვინც ცეცხლი დაანთო, მიიღებს ცეცხლს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა შეამციროს მშვიდობიანი მოქალაქეების ზიანი.

„ჰამასისგან“ განსხვავებით, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენებას მათ ზურგს უკან დამალვით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ან რაც შეიძლება შევამციროთ მოქალაქეების ზიანი და პირდაპირ დავარტყათ ტერორისტებს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ღაზაში 149 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგანაც 41 ბავშვია.

ისრაელში კი დაპირისპირებას 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები