„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისში არსებულ საცობებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, გმირთა მოედანზე ახალი ცათამბჯენების აშენება იმდენად გაართულებს სიტუაციას, რომ დღევანდელი სიტუაცია მონაგონი იქნება.
„ვინც დღეს მთელი დღეა საცობებში გმინავთ, დაგამშვიდებთ – ახალ ცათამბჯენებს რომ ააშენებს ზედ გმირთა მოედანზე და იქვე მიმდებარედ ჩვენი მერი, ჯოჯოხეთი მერე დაიწყება, თუ დაიწყება, ახლანდელი საცობი მონაგონი იქნება.
ასე რომ, იგრძენით წინასწარ განსხვავება და მოემზადეთ უარესისთვის. ხო დამშვიდდით?“. – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
ვინც დღეს მთელი დღეა საცობებში გმინავთ დაგამშვიდებთ – ახალ ცათამბრჯენებს რომ ააშენებს ზედ გმირთა მოედანზე და იქვე…
Posted by ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili on Monday, September 18, 2023
„დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა“ – რა განცხადებას ავრცელებს ლაგუნა ვერეს ახალი მფლობელი