LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინც ეკლესიაში იყვნენ, თვითიზოლაციაში თუ იქნებიან, ნულამდე შემცირდება ვირუსის გადადების საფრთხე” – თენგიზ ცერცვაძე

478
თენგიზი (1)

მიუხედავად შეზღუდვებისა, აკრძალვებისა, სააღდგომო ლიტურგიას მრევლის ნაწილი მაინც დაესწრო. ამ თემაზე განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა გააკეთა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ “კურიერის” ეთერში თქვა, ვინც ეკლესიებში იმყოფებოდნენ, იზოლაციაში თუ დარჩებიან და შეძლებენ ოჯახის წევრებთან ახლო კონტაქტს თავი აარიდონ, ვირუსის გადადების საფრთხე შემცირდება.

ვიდეო: თენგიზ ცერცვაძის რეაქცია, როდესაც კორონავირუსით მე-4 პაციენტის გარდაცვალების შესახებ შეიტყო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა.

ამ პირებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს მოწოდებები და მაინც მივიდნენ, არამგონია მათ ახლა ჩემი რეკომენდაცია გაითვალისწინონ და თვითიზოლაციაში წავიდნენ. თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით ნულამდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა მათ შეექმნათ ღამის განმავლობაში.

მე ვხედავ, რომ თითქმის ყველა მათგანს უკეთია ნიღაბი. იდეალური დაცვა არ არის, მაგრამ არის მცდელობა სოციალური დისტანციის დაცვის,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g