LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც მზად არ იქნება, ეს მათ აიძულებთ, ძალიან სწრაფად მოვიდნენ მზადყოფნაში – სერგეენკო შრომის უსაფრთხოების კანონზე

59

„ვფიქრობ, რომ ბიზნესი მზად იქნება ამისთვის და ვინც მზად არ იქნება, ეს მათ აიძულებთ, ძალიან სწრაფად მოვიდნენ მზადყოფნაში,“ – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ტრენინგ ცენტრში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, გასულ წლებში შრომითი უფლებების განსამტკიცებლად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა.  რაც შეეხება კანონს, მისი ინფორმაციით, შრომის ინსპექტორებს უფლება ექნებათ, დასაქმებულთა შრომითი პირობები ორგანიზაციის გაუფრთხილებლად შეამოწმონ.

„2013 წლიდან დაწყებული შრომითი უფლებების განსამტკიცებლად რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. ეს იყო შრომის ახალი კოდექსის სამმხრივი კომისია, შრომითი მედიაცია, 2015 წელს შრომის მონიტორინგი და მალევე შრომის ინსპექცია. ამ ეტაპების თანმიმდევრულობას ჰქონდა მნიშვნელობა იმისთვის, რომ კონკრეტულ შედეგებზე გავსულიყავით და არ გვქონოდა ფორმალური და, მით უმეტეს, კორუმპირებული უმაქნისი სამსახური. დღეს კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება, იმ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ. მისი დედააზრი შეგვიძლია გამოვხატოთ ორი მნიშვნელოვანი სიახლით, ერთი, რომ ნებაყოფლობიდან სავალდებულოდ გადაიქცევა ინსპექტირება და მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით შედიან ისე, რომ საწარმოს არ აფრთხილებენ და მეორე, თუ არაგეგმურ შესვლაზე სასამართლოს სანქცია იყო საჭირო, ახლა ის საჭირო აღარ არის. გარდა ამისა, საკუთრივ შრომის ინსპექტირების კვალიფიკაციისა, გაიზარდა სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ზუსტად და გამჭვირვალედ დადგინდეს ესა თუ ის დარღვევა,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, ევროკავშირთან ვალდებულების თანახმად, არაუგვიანეს 2019 წლის პირველი სექტემბრისა, შრომის ინსპექტირება ყველა ინდუსტრიაზე უნდა განხორციელდეს, თუმცა საქართველოში ეს წინსწრებით გაკეთდა და დღეს ის 50-მდე ინდუსტრიის 500-მდე დასახელების მიმართულებაზე ვრცელდება, მომავალი წლის სექტემბრიდან კი ყველა ინდუსტრიაზე გავრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g