LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც სკოლის, ან უნის გამოსაშვები საღამოსთვის ემზადებით, თქვენს სანუგეშოდ ვწერ.. დატკბით თქვენი უნიკალურობით.. არაფრით გამოვირჩეოდი სხვისგან, არაფერში შეუშლია ხელი“ – ნანა ბაგალიშვილი

168
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (11)

სკოლისა თუ უნივერსიტეტის გამოსაშვები საღამოს სეზონის მოახლოებასთან ერთად, სამოსის შერჩევის საკითხიც აქტუალური ხდება ხოლმე. აღნიშნულ თემაზე  „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს პოსტს და იმ ადამიანებს, ვინც ახლა გამოსაშვები საღამოსთვის ემზადებიან, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით რჩევებს უზიარებს.

„ვინც სკოლის, ან უნის გამოსაშვები საღამოსთვის ემზადებით, თქვენს სანუგეშოდ ვწერ:

1. ჩემს არცერთ მცირე წარმატებაში(დიდი არც მქონია:დ) არანაირი როლი არ უთამაშია ჩემს ჩაცმას და გარეგნობას, მით უმეტეს. დატკბით თქვენი უნიკალურობით.

2. ელჩების სახლებში მიღებებზეც მცმია მეორადებში ნაყიდი 2 ლარიანი კაბა და აღფრთოვანებაც დაუმსახურებია. ამიტომ, გაიარეთ მეორადებში.

3. ჩემს ბანკეტზე, ან რომელიმე კორპორატიულ წვეულებაზე, ან მიღებაზე არავის კაბა/კოსტიუმი არ მახსოვს განსაკუთრებულად. გონებაში ყველა გადადღაბნიალია წითელ-შავ-ბრდღვიალა ფერებად. არც თქვენ არ ემახსოვრებთ მალე არავის იმით, რა გეცვათ.

4. მეორე წელია ტანსაცმელი არ მიყიდია. არც მანამდე ვიკლავდი თავს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ფულს და დროს იმაში ვხარჯავ, რაც მართლა მნიშვნელოვანია ჩემი ბედნიერებისთვის და მომავლისთვის.

5. მაკიაჟისთვისაც არ დავდივარ სალონში. 1 კვირის წინ რუსთაველის თეატრშიც, ევროპის დღის აღსანიშნავ საღამოზე ვიყავი საკუთარი წითელი პომადით შეფერილი, მეორადებში ნაყიდი 1 ლარიანი კაბით, მეორადებშივე ნაყიდი 10 ლარიანი პიჯაკით და 3 ლარიანი ჩანთით. არაფრით გამოვირჩეოდი სხვისგან, არაფერში შეუშლია ხელი.

მაგრამ, თუ ვინმეს მაინც ძალიან გაწუხებთ საბანკეტო ალიაქოთი და ფინანსებს ვერ აწვდენს თქვენი ოჯახი, მომწერეთ, მე რაშიც ფულს ვხარჯავ – სალონში ფრჩხილების მოწესრიგებაა და ამ ნაწილს დაგიფინანსებთ. მეორადების კარგ ადგილებსაც მიგასწავლით, და მადლობები მერე იყოს

P.S. ვისაც ბევრი ფული გაქვთ საბანკეტოდ, უფრო სწორად, ვისაც ოჯახსაც ბევრი ფული აქვს, 1 წუთი იფიქრეთ, სხვები რას აპირებენ, ის უფრო უხერხულია ხოლმე, რომ საერთო გაჭირვების ფონზე ვიღაცებს ძაან ლაქშერი ლუქები რო აქვთ“, – წერს ნანა ბაგალიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g