LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინმეს მხრიდან მცდელობა, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამნისტია მხოლოდ მისთვის იყო მოწოდებული, პოლიტიკური ამპარტავნება და ქედმაღლობაა: არჩილ თალაკვაძე

68
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ვინმეს მხრიდან მცდელობა, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამნისტია მხოლოდ მისთვის იყო მოწოდებული, არის პოლიტიკური ამპარტავნება და ქედმაღლობა“.

თალაკვაძის განმარტებით, ამნისტია კონკრეტულ პიროვნებებს არ ემსახურება და ევროპელი პარტნიორების მხრიდან იმიტომ არის შემოთავაზებული, რომ დაიხუროს უთანხმოების ფურცელი, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

„ამნისტიის პროექტს რაც შეეხება, ის იქნება ზუსტად ისე მიღებული, როგორც შეთანხმებაშია მოცემული. არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციები არ არსებობს, ვინც კითხულობს ტექსტს, ძალიან კარგად ესმის, რომ ეს ამნისტია არ ემსახურება კონკრეტულ პიროვნებებს და არ არის მოწოდებული ეს მხოლოდ ნიკანორ მელიას ან რომელიმე სხვა ადამიანისთვის, ეს არის მოწოდებული ევროპელი კოლეგების მხრიდან იმისთვის, რომ დაიხუროს ეს უთანხმოების ფურცელი და დავასრულოთ უთანხმოება თემაზე, რასაც ჰქვია 20 ივნისის მოვლენები, რომ ამან ხელი არ შეუშალოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მომავალში გვაქვს მისაღები. ამიტომ, ვინმეს მხრიდან მცდელობა, რომ ამნისტია საკუთარ საკითხად წარმოაჩინოს, ან საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამნისტია მხოლოდ მისთვის იყო მოწოდებული, არის პოლიტიკური ამპარტავნება და ქედმაღლობა. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ამნისტია ემსახურება უთანხმოების დასრულებას, რაც ამ მოვლენებს უკავშირდება,“- განაცხადა თალაკვაძემ.

magti 5g