„ევროკავშირს არ აქვს არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
„მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.
ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგულნი, რომელიც იმსახურებს პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს და მათი ქვეყნის ინტერესების დაცვას“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი, რომლის კომენტარიც მის გვერდზე ვრცელდება.
მისივე თქმით, საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურესად საშიშ დონეს აღწევს და ამ ვითარებაში, არც ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა, არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას.
ფონ კრამონის განმარტებით, ასეთ პოლიტიკურ გარემოში, სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.
ამავე თემაზე:
პაპუაშვილი: მოსახლეობისთვის გონების არევის ამგვარ სასოწარკვეთილ მცდელობებს, წარმატების შანსი არ აქვს
პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს – პაპუაშვილი