ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის საქმეებზე ამერიკაში იმყოფება, ამიტომ ნიუ-იორკის ქუჩებში მისი ნახვა საკმაოდ ხშირად არის შესაძლებელი. პაპარაცებმა მისი დაფიქსირება მარტივად მოახერხეს – მისის ბექჰემს თავისუფალი სტილის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი ეცვა. როგორც ჩანს, მან დროებით უარი თქვა საყვარელ მაღალქუსლიან კლასიკურ ფეხსაცმელზე.
მანჰეტენზე მან Starbucks-ში შეიარა და ყინულიანი ჩაი იყიდა, შემდეგ კი საკუთარ ოფისს მიაშურა.