ვიქტორია ბექჰემი ამჯერად ლოს-ანჯელესში მაშინ გადაიღეს, როდესაც ის ჯიმი ქიმელის შოუზე დასასწრებად მიდიოდა. 45 წლის დიზაინერი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა თეთრი ფერის კაბაში, რომელიც თავისივე ავტოგრაფით იყო დაპრინტული. კაბა ბექჰემმა სახელობითი კოლექციიდან შეარჩია, რომლის სახელწოდებაა #VBPreSS20.
ბრიტანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გემოვნებიანმა ქალბატონმა კაბას იასამნისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ამავე ფერის კლატჩი შეუხამა.