ვიქტორია ბექჰემმა შობას „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ დევიდ ბექჰემი შობის დღეს საკუთარი სახლის ფერმაში, ქათმებს საკვებს უყრის. ვიდეოდან გაირკვა, რომ ვიქტორიამ მეუღლეს საქათმე უსახსოვრა, რომელმაც მათ ფერმაში უკვე დაიმკვიდრა საპატიო ადგილი.
,,რა მიიღე საჩუქრად დევიდ?”, – ეკითხება ვიქტორია ქმარს ვიდეოში. „რამდენიმე მამალი და დედალი“, – პასუხობს დევიდი და იღიმის.
ბექჰემებისთვის ეს შობა განსაკუთრებულია, რადგან წელს ისინი სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ვიქტორია ბექჰემი რძალს, ნიკოლა პელტცს შეურიგდა.
„მუსიკიდან მოდის ინდუსტრიაში მეტამორფოზი, საოცარია“ – ვიქტორია ბექჰემი ფრანგული „ვოგის“ გარეკანზე