ვიქტორია და დევიდ ბექჰემები ლონდონის მოდის კვირეულის საპატიო სტუმრები არიან. GQ-ს მამაკაცის ხაზის უახლესი კოლექციის ნახვის შემდეგ, მეუღლეები პაპარაცებმა ლონდოში დააფიქსირეს. ღამით მოსეირნე დევიდი და ვიქტორია ერთ-ერთ ბართან, ხელჩაკიდებულები მიემერთებოდნენ.
რომანტიკულ ვახშამზეც კი ქვეყნის ყველაზე პოპულარული წყვილი კლასიკურ ბრიტანულ სტილში იყო გამოწყობილი. დევიდი ტრადიციისამებრ ნაცრისფერ პიჯაკსა და შარვალში, ხოლო ვიქტორია, ხავერდოვან შარვალსა და ბვლუზში, რომელიც საკუთარი კოლექიიდან შეარჩია.