ბექჰემები სკანდალური ინფორმაციების გაჟღერების შემდეგ, მაიამიში ატარებენ დროს. ისინი ლეო მესისა და სხვა მეგობრების გარემოცვაში იმყოფებიან. ვიქტორიამ ახლახან ფოტოების სერია გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მას თან უფროსი ვაჟი, ბრუკლინი და მისი მეუღლე, მილიარდერი ნიკოლა პელტციც ახლავს.
„ქალური სოლიდარობა“ – დევიდ ბექჰემის ღალატმა რძალ-დედამთილი შეარიგა – ბექჰემების უახლესი ფოტოები
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტსივრცეში მაიამიდან პაპარაცული ფოტოები გავრცელდა. დევიდი და ვიქტორია რესტორანში ხელიხელჩაკიდებულები მივიდნენ. 49 წლის დიზაინერს ამ დღეს შავი, გრძელი კაბა-პიჯაკი ამშვენებდა. საზოგადოებას არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ ვიქტორია სახეზე შეცვლილი იყო. კომენტარებში წერენ, რომ მან ტუჩებზე ფილერი გაიკეთა.
„ვიქტორიას პირველი ინექციური პროცედურა“, „აშკარად შეცვლილია სახეზე“, „გადიდებული ტუჩები უხდება“, – წერენ კომენტარებში.