LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე დანიშნული ვარ და მალე შვილებიც გვეყოლება“ – „კიდევ ერთი ემბერ ჰარდი” ჯონი დეპის ცხოვრებაში

778
page

ჯონი დეპის რუსი მეგობარი გოგონა, იულია ვლასოვა აცხადებს, რომ დეპმა მას ხელი სთხოვა და ის ახლა დანიშნულია.

ბლოგერმა „ინსტაგრამ სთორიში“ უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭდის ფოტო გაავრცელა წარწერით:

„ამ წელს მეორედ მთხოვეს ხელი, მე დანიშნული ვარ… მალე შვილების ყოლასაც ვაპირებთ“, – წერს 28 წლის იულია.

გოგონას სოც.ქსელში ჯონი დეპთან გადაღებული არაერთი ფოტო უდევს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აგვისტოში, ეგზოტიკურ კუნძულზე გადაღებული ფოტოების სერია, რომელშიც ჯონი და იულია ჩახუტებულები პოზირებენ.

„კიდევ ერთი ემბერ ჰარდი ჯონი დეპის ცხოვრებაში“, – ასე აფასებენ წყვილის რომანს მედია სივრცეში.

„ჯონი 2021 წელს, კარლოვი-ვარში, კინოფესტივალზე გავიცანი. ჩვენი შემდეგი შეხვედრა 2022 წელს, ჯეფ ბექის კონცერტზე შედგა. ჯონი საოცარი ადამიანია, იდუმალი და მოულოდნელობებით აღსავსე, სწორედ ეს ხდის მასთან ურთიერთობას განსაკუთრებულს“, – განაცხადა 28 წლის იულიამ რამდენიმე თვის წინ.

„ემბერ ჰარდზე საერთოდაც არ ვფიქრობ“ – რუსი მოდელი ჯონი დეპთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებ

მორიგი ემბერ ჰარდი? – რუსი მოდელი, იულია ვლასოვა ჯონი დეპთან რომანზე ალაპარაკდა

61 წლის ჯონი დეპი რუს გოგონას, სახელად იულია ვლასოვას ხვდება, რომელიც ემბერ ჰარდს ჰგავს – წყვილის პირველი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები