LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეკა დოროყაშვილი: „ქორწინებაში მხოლოდ რამდენიმე დღე ვიყავი ბედნიერი… ბავშვი ალბათ 2020 წლის შემდეგ არ უნახავს…“

9321
ნეკა-დოროყაშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომელიც საკუთარ პირად ცხოვრებაზე მნიშვნელოვან ამბებს ჰყვება…

ნეკა დოროყაშვილი:

ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა, მუსიკალურ ოჯახში ვარ გაზრდილი. როცა სუფრა იშლებოდა, ჩვენთან დედა მღეროდა, მამა კი უკრავდა. სულ ჟღერდა ჩვენთან მუსიკა. ვამაყობ, რომ ასეთ ოჯახი მაქვს, ის მე მუდამ გვერდში მიდგას. როცა ვიღვიძებ, სამყაროს მადლობას ვუხდი. პრინცესული, უდარდელი ბავშვობა მქონდა. ბავშვობიდან დიდ სცენაზე ვოცნებობდი, ვხატავდი, ვმღეროდი, ხელოვანი ბავშვი ვიყავი. სამოდელო კარიერა 14 წლიდან დავიწყე. სამოდელო სააგენტოში დავდიოდი. შემდეგ რამდენიმე სილამაზის კონკურსში მივიღე მონაწილეობა. თუმცა სამოდელო საქმიანობა 19 წლის ასაკში დასრულდა, როცა შევქმენი ოჯახი. ჩემი მეუღლის კარიერაზე მომიწია გადართვამ, ფაქტობრივად, გავხდი მისი მწვრთნელი. ამ კარიერაში ერთად გავიზარდეთ. ჩვენ ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანით, პატარები ვიყავით ძალიან.

შენი გარემოცვიდან შური თუ გიგრძნია?

რადგან პატარა ვიყავი, ვერ ვაცნობიერებდი ამ შურის მომენტებს, ისეთ ოჯახში გავიზარდე, სულ არ ვიცოდი, რა იყო შური და სიბოროტე. ახლანდელი გადმოსახედიდან კი ძალიან დიდი შური იყო. შური და ნეგატივი იყო ნიკას ოჯახის მხრიდანაც. მიჭირს ამ ყველაფერზე საუბარი, თუმცა გეტყვით, ამის მიზეზი იყო კომპლექსი. დამოკიდებულება „ჩემი შვილი ჩემია“. იყო ეჭვიანობა მისი დედის მხრიდანაც.

რამდენი ხანი იყავი ბედნიერი ქორწინებაში?

ალბათ, ქორწინებაში მხოლოდ რამდენიმე დღე ვიყავი ბედნიერი. არადა, თავიდან მეგონა, ცისფერთვალება პრინცს ვხვდებოდი. მალევე წინ სხვა ადამიანი და სხვა პრობლემები დამხვდა. ბოლოს მაშინ გავაცნობიერე ყველაფერი, როცა ჩემს ჯანმრთელობას შეექმნა პრობლემები და მივხვდი, რომ გარდავიცვლებოდი. ამ ურთიერთობის გადამრჩენელი მხოლოდ მე ვიყავი, ის კი დამანგრეველი იყო. არა უშავს, მე მას ვაპატიე, მინდა, რომ იყოს ბედნიერი, სადაცაა, როგორცაა. დღეს ჩვენ აღარანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. შვილთან დაკავშირებით რაიმეს გადაწყვეტა რომ დამჭირდეს, მას ვერ დავუკავშირდები. ბავშვი, ალბათ, 2020 წლის შემდეგ არ უნახავს.

იყო ამდენი გარჩევა, ამდენი სასამართლო და საბოლოოდ, შენ შენი პოზიცია მაინც ვერ დაამტკიცე…

მე ვფიქრობ, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცე, ეს ასე რომ არ ყოფილიყო, ახლა ვიქნებოდი უბედური ქალი, ვერ მოვისვენებდი. მე იმ ადამიანებთან დავამტკიცე ჩემი სიმართლე, ვინც საღად აზროვნებს. დავიწყე საკუთარ თავზე ზრუნვა, ჩემს ფინანსებზე, კაპიტალზე ზრუნვა, საკუთარი თავის რეალიზება.

შენ ახლა მუსიკალურ ალბომს ასრულებ, სამსახიობო კარიერა დაიწყე, გვიამბე ყოველივე ამის შესახებ…

ჩემი უახლოესი მეგობრის და ჩემი ოჯახის წევრების დამსახურებაა, რასაც მე ახლა შევეჭიდე, გავაკეთე რამდენიმე სიმღერა, ალბომს ვწერ. ბოლივუდში ვცხოვრობდი რაღაც პერიოდი, წვეულებაზე ვიმღერე კრისტინა აგილერას სიმღერა და ამით აღფრთოვანდნენ, დაინტერესდნენ ჩემით და შემომთავაზეს სიმღერის ჩაწერა. შემდეგ საქართველოში ჩამოვედი და ყველაფერი დავიწყე ნულიდან. დამეხმარა ეს ყველაფერი ემოციების გამოხატვაში. ყველა ტექსტი ჩემია. ყველა სიმღერა ფრაგმენტია ჩემი ცხოვრებიდან. პირველ ალბომში სავარაუდოდ 10-15 სიმღერა შევა. ახლა ჩემი პირველი კლიპის სამზადისში ვართ. სცენარი თავად დავწერე. ჩემი კლიპების რეჟისორი თავად ვიქნები.

მარტო ხარ ახლა თუ არა?

მე დღეს ვარ მარტო, მარტო ჩემ თავთან და ვარ სრულიად ბედნიერი. კარგი რეაბილიტაცია მჭირდება ყოველივე ამის შემდეგ. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ახლა ნეკა დოროყაშვილი არის ბედნიერი. არადა, ძალიან ბევრი წელი ვიყავი უბედური, ბედნიერება საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ.

ნეკა და სამზარეულო…

მე და სამზარეულო შორს ვართ ერთმანეთისგან. იყო დრო, როცა ვაკეთებდი რაღაცებს, როცა გათხოვილი ვიყავი, ვუკეთებდი ხოლმე ჩემს მეუღლეს ყველაფერს.

ნეკა და ბრენდები, რა ღირებულების „ლუქით“ ხარ დღეს აქ წარმოდგენილი?

ბრენდებზე ჩაციკვლა არ შეიძლება. ეს ზოგჯერ ავადმყოფობაა. ყველაზე ძვირი, ალბათ, სამოსში 7 ათასი ევრო გადამიხდია. იყო ეტაპი, რომ ეს მაბედნიერებდა. ახლა სხვა ეტაპზე ვარ. ალბათ, ამ პერიოდში ყველა ბრენდის სამოსი დავაგროვე. ჩემი საყვარელი ბრენდებია: „ლუი ვიტონი“, „ივ სენ ლორანი“, „ბალმეინი“, „გუჩი“, „დიორი“… რაც შეეხება ჩემს დღევანდელ „ლუქს“, მაცვია „ბალმეინის“ მამაკაცის ქურთუკი, რომლის ფასიც 5000 ევროა, მიკეთია ჩემი მეგობრის ნაჩუქარი საათი, „როლექსის“ ბრილიანტის საათი, რომლის ფასიც 45 000-დან 60 000 დოლარამდე მერყეობს. „კარტიეს“ სამაჯური, რომლის ფასიც 3 000-დან 6 000 დოლარამდეა, ჩანთა „ივ სენ ლორანისაა“, სათვალე კი „მიუ მიუსი“. მიყვარს ბრენდების შერევა. რაც შეეხება ავტომობილს, წითელი „პორშე“ მყავს, თუმცა, უკვე ერთი წელია, არ დავდივარ მანქანით, მირჩევნია, სხვამ მატაროს, ან ტაქსით ვიარო.

ექსკლუზივი: ნეკა დოროყაშვილი მალე ინგლისურენოვან ალბომს გამოუშვებს, რომელიც ამერიკელი პროდიუსერების დაკვეთით ჩაწერა – რა გეგმები აქვს მოდელს, რომელიც ამღერდა: „ყველანაირი ნეგატივი წარსულს გავატანე და დავიწყე ახალი ცხოვრება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები