,,სიენენის” ცნობით, კომპანია „ვიქტორიას სიქრეტი“ მოდის ჩვენებებს აუქმებს, ამის მიზეზი, უკანასკნელი წლის განლავლოვბაში კამპანიის რეიტინგის ვარდნააა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარკეტინგს განვითარება სჭირდება, უნდა დავსახოთ ახალი გეგმა, თუ როგორ მივიტანოთ ჩვენი პროდუქტი უკეთესად საზოგადოებამდე “– აცხადებს კომპანიის დირექტორი სტიუარტ ბურგდორფერი.
შეგახსენებთ, „ვიქტორიას სიქრეტი“ პირველი ჩვენება 1995 წელს შედგა, შარშან კი, კომპანიის რეიტინგი თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა.
შეგახსენებთ, „ვიქტორიას სიქრეტის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები ადრიანა ლიმა, მირანდა კერი, ალესანდრა ამბროსი და ჟიზელ ბუნდჰენი.