LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვირუსი გადადის აეროზოლითაც – ის ყველაზე კოშმარი სიზმარია“: ენტონი ფაუჩი

9896
ფაუცი

გადაცემაში „სოციალურ დისტანცირება“ ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ, რომელიც ეპიდემიებთან დაკავშირებით აშშ-ის 6 პრეზიდენტის მრჩეველი იყო, ისაუბრა, თუ რატომ არის კორონავირუსი ასეთი განსხვავებული ვირუსი.

„როდესაც ადამიანები მეკითხებოდნენ, რა არის ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინია ახალი ინფექციების დროს, ვპასუხობდი, რომ ეს არის რესპირატორული დაავადება, რომელიც სწრაფად ვრცელდება, ახასიათებს ყველაზე დიდი ავადობა და სიკვდილიანობა. სამწუხაროდ, კორონავირუსი არის ყველაზე კოშმარი სიზმარი. ებოლა იყო ძალიან საშიში, მაგრამ ებოლა გადადის მაშინ, როდესაც შენ ძალიან ახლო კონტაქტში ხარ დაავადებულთან. ეს ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება, შეიძლება, უსიმპტომო იყო და სხვას გადასდო. ამიტომ არის ვერაგი დაავადება. თუ შევხედავთ სეზონურ გრიპს, სიკვდილიანობა 0.1% აქვს. ბევრია, მაგრამ ჩვენ ამას შევეგუეთ. ხოლო კორონავირუსის შემთხვევაში სიკვდილიანობა არის 1%. ანუ 10-ჯერ მეტი. ანუ ეს არის დაავადება, რომელიც არამარტო სწრაფად ვრცელდება, არამედ განსაკუთრებით რისკ ჯგუფებზე  და დემოგრაფიულად განსხვავებულად მოქმედებს“, – აცხადებს ინფექციური დაავადებების ექსპერტი.

შეიძლება თუ არა კორონავირუსი მარკეტიდან პროდუქტებიდან გადაგვედოს. ან შეიძლება თუ არა ამანათზე იყოს? რამდენი ხნის შემდეგ შეგვიძლია შევიდეთ ლიფტში, სადაც დაინფიცირებული ადამიანი იყო, რამდენ ხანს რჩება ვირუსი ჰაერში? ეს არის კითხვები, რომელიც დედამიწაზე ყველა ქვეყნის მოსახლეს აქვს. ფაუჩი ამბობს, რომ ყველგან არის დაინფიცირების გარკვეული რისკი.

უნდა ვუფრთხილდეთ, ადამიანებს, რომლებიც ახველებენ და აცემინებენ, იმიტომ რომ ვირუსი გადადის როგორც წვეთებით, ასევე აეროზოლითაც. ეს ნიშნავს, რომ წვეთი ვერ ეშვება გარკვეული პერიოდი ქვევით. ამიტომ შეიძლება შეხვიდე ოთახში და შემდეგ ჩაისუნთქო ეს ჰაერი. ძირითადი გზა გადადების, არის მაინც აირწვეთოვანი გზა. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ხელის ჩამორთმევის პროცესი. როცა ახველებს ადამიანი ბუნებრივად სახეს ხელით იფარავს და მერე ჩამოგართმევს. არ არის საჭირო, ყველაფერი წმინდო, რასაც შეეხები. მაგრამ დაინფიცირებული ადამიანი, რომელიც დახველების შემდეგ სახელურს მოჰკიდებს ხელს და 15 წუთის განმავლობაში ჯანმრთელი მას შეეხება, ასე დროს დაინფიცირების რისკი დიდია, რადგან რკინასა და პლასტმასზე ვირუსი რამდენიმე საათი ცხოვრობს. ამიტომ ხელები ძალიან ხშირად უნდა ვიბანოთ. აუცილებელია 2 მეტრის დისტანცია და ნუ ჩამოართმევთ ხელს ერთმანეთს. დაივიწყეთ ეს რაღაც პერიოდი. მეკითხებიან, შეიძლება მარკეტიდან  ჩინური პროდუქცია შევიძინოთო. ამაზე ნუ იდარდებთ, მთავარია ხელები ხშირად ვიბანოთ“, – აცხადებს ფაუჩი.

ცნობისათვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ტვიტი გააზიარა, რომელიც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის გადაყენების მოთხოვნას შეიცავს.

დონალდ ტრამპის მიერ გაზიარებული ტვიტი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრს, დეანა ლორეინს ეკუთვნოდა.

„ფაუჩი ახლა ამბობს, ტრამპს რომ სამედიცინო ექსპერტებისთვის მოესმინა, უფრო მეტ სიცოცხლეს გადავარჩენდითო. 29 თებერვალს ფაუჩი ხალხს ეუბნებოდა, რომ სანერვიულო არაფერი იყო და რომ ვირუსი საფრთხეს არ წარმოადგენდა. ფაუჩის დათხოვნის დროა“, – ვკითხულობთ დეანა ლორეინის ტვიტში.

აღნიშნულ გაზიარებულ ტვიტს დონალდ ტრამპმა კომენტარი დაურთო.

„ვწუხვარ, ფეიკ ნიუს მედიავ. ყველაფერი ჩაწერილია. ჩინეთთან მიმოსვლა იმაზე დიდი ხნით ადრე ავკრძალე, ვიდრე ხალხი ეპიდემიაზე საუბარს დაიწყებდა“, – წერს აშშ-ს პრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები