პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, რომელიც დისტანციურად, ფოსტის მეშვეობით ჩატარდება.
აი ასეთი უცნაური და არაორდინალური ვითარება შეიქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ კორონოვირუსის გავრცელების გამო ოპოზიციამ არჩევნების დროებით გადადება მოითხოვა, პარტია “კანონი და სამართლიანობა” ინიციტივით გამოვიდა, რომ მოქალქებმა ხმა ფოსტით მისცენ და არჩევნები დადგენილ დროს, 10 მაისს მაინც ჩატარდეს.
ამ კანონპროექტს, რომელიც კანონმდებლებმა აპრილის დასაწყისში განიხილეს, მხარი 230 დეპუტატმა დაუჭირა და შესაბამისად ქვეყანაში არჩევნები დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
იგივე პრინციპით გაიმართება კენჭისყრა მეორე ტურში, თუ მისი ჩატარება გახდა საჭირო.
ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ვირუსის ეპიდემიის გამო პარტიები საარჩევნო კამპანიის ჩატარებას სათანადოდ ვერ შეძლებენ. მათ მიაჩნიათ, რომ რომ ქვეყანამ ახლა მთელი რესურსი კორონავირუსთან ბრძოლას უნდა მოახმაროს.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 60% მხარს პოლონეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ანჯეი დუდას დაუჭერს. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის.
უახლოეს დღეებში დისტანციური კენჭისყრის კანონროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ დისტანციურად ხმის მიცემა უსაფრთხოა და სენატორებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას.
ამ კანონპრექტის წინააღმდეგნი არიან პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, მათ შორის დონალდ ტუსკი.
ამავე დროს, გამოკითხვების შედეგად იმ შემთხვევაში თუ არჩევნები 10 მაისს დისტანციურად შედგება, ხმის მიცემას პოლონეთის მოსახლეობის მხოლოდ 30% აპირებს.
პოლონეთში კორონავირუსი ინფიცირების 13 693 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსმა ქვეყანაში 678 ადამიანის სიცოცხლე იმსხევრპლა, გამოჯანმრთელებულა რაოდენობა კი 4095-ია.
