LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსი შეკავებული გვაქვს, შედეგი არის ის, რომ შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვქონია: იმნაძე

142
9297aebd-25b0-4b25-bd83-754e6fa96f9c-640

“მაშინ, როცა მსოფლიოში 100 00 მოსახლეზე, პირველ ადგილზე ვართ ვირუსის გავრცელებით, ჩვენმა სისტემამ გაუძლო. კი, ხარვეზებით, მაგრამ, ფაქტია, რომ სისტემამ გაუძლო, მეტს ვერ გაუძლებდა”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კოვიდრეგულაციებით მიღებული შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

პაატა იმნაძის განმარტებით, მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტი გაფართოებისა, ახალი შემთხვევების ზრდა აღარ გვაქვს.

„ბოლო ორი კვირის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე, გავრცელებით, მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე. იმის ისტორია, თუ რამ მიგვიყვანა აქამდე, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით, არ გვინდა.

SOS! საქართველო პირველ ადგილს იკავებს – რა მონაცემებს აქვეყნებს ბიძინა კულუმბეგოვი

ყველამ ვიცით, რა ხდებოდა წინა ორკვირიან მონაკვეთში და კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი თავყრილობა, უნიღბოდ ყოფნა, უდისტანციობა, დახლოებით ორ კვირაში გვაძლევს თავის შედეგს, შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ ორ კვირაში გვაძლევს შედეგს”, – თქვა იმნაძემ.

მისივე შეფასებით, შეზღუდვებმა ვითარება დაასტაბილურა.

“სისტემა მეტს რომ ვერ გაუძლებდა, რადგან პროგნოზი იყო უარესი, ამიტომ დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით ჩანს, რომ შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებული გვაქვს. შედეგი არის ის, რომ შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე ისე მივედით, რომ მატება არ გვქონია”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაწესებული შეზღუდვები უკვე იძლევა ეფექტს-კოვიდდადებითი მაჩვენებელებლები მცირდება: გამყრელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g