ტოპ 6 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი კოვიდის შემთხვევაა 100 ათას მოსახლეზე – საქართველო პირველ ადგილს იკავებს. მონაცემებს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სამწუხარო რეალობაში გვიწევს ცხოვრება.
პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა.
დავით მრელაშვილი: “ეპიდსიტუაცია არ ვიცი მაგრამ მგონი ჯანდაცვის სისტემა ძალაინ მაგარი გვაქვს რომ მსოფლიოში #1 ვართ რაოდენობით და კიდე ასე ვუძლებთ 1%-ზე ნაკლები სიკვდილიანობით”
ნანა გეგეჭკორი: “გავითვალისწინებთ იმას რომ ფბით ვმართავთ პაციენტების უდიდეს არმიას :)))) უნიკალური ჯანდაცვის სისტემა გვაქვს”
ინგა მამუჩიშვილი:” კი,სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ”
მასშტაბური ტესტირების მიუხედავად, საქართველოში ინფიცირებულთა მატება კვლავ სტაბილურად ერთვგვაროვანია და 5 000-ს აღწევს. 9 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 3 895.