LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვირუსს ტვინი არ აქვს, ტვინი ჩვენ გვაქვს, თუ საჭირო ზომებს მივმართავთ ჭკუაში მოვატყუებთ” – ჯანმო

148
BeFunky-collage (2)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი კორონავირუსი სასტიკი და დაუნდობელი ვირუსია,  თუმცა არსებობს “უამრავი რამ, რაც მისი ჭკუაში მოტყუებისთვის შეიძლება გაკეთდეს.”

ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ რაიანი განმარტავს, რომ ვირუსი მარტივი ბიოლოგიური ორგანიზმია, რომელსაც ადამიანის უჯრედში შესვლა და უჯრედისთვის უფრო მეტი ვირუსის გავრცელების დავალება შეუძლია.

მისივე თქმით, „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რის გაკეთებას ცდილობს ვირუსი, ვირუსს ტვინი არ აქვს. ტვინი ჩვენ გვაქვს.”

ჯანმოს ტექნიკური ხელმძღვანელი, მარია ვან კერხოვე აცხადებს, რომ ვირუსის მიზანი რეპროდუქციაა. მისივე განმარტებით, ბევრი გზა არსებობს, რომ ვაჯობოთ ჭკუით.

„ბევრი რამ არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია იმ ინსტრუმენტებით, რომელიც ახლა გვაქვს. ეს მოიცავს სოციალურ დისტანცირებას, კონტაქტის გამოვლენას, ინფიცირებულ პირთა კარანტინში მოთავსებას, პირბადის გამოყენებას და ხელების ჰიგიენას. თუ ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, ვირუსის ჭკუაში მოტყუებას შევძლებთ“ – აცხადებს მარია ვან კერხოვე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g