რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, ორთვიანი დაუღალავი ბრძოლისა და მკურნალობის შემდეგ, 57 წლის შვილი და 82 წლის დედა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
“კოვიდსტატისტიკის მიღმა თითოეული ადამიანის ისტორიაა!
ამ ისტორიებს მებრძოლი ექიმები და პაციენტები თავად ქმნიან – ვირუსზე გამარჯვებულები!
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის ორი პაციენტი ამ გამარჯვების მაგალითია;
57 წლის შვილი და 82 წლის დედა რუხის კლინიკაში ორი თვის წინ გადაიყვანეს.
თანმხლები გართულებების ფონზე ბრძოლა რთული იყო, მაგრამ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული და რეანიმაციული გუნდის დაუღალავი და მაღალპროფესიული შრომის შედეგად #კოვიდიდამარცხებულია
დღეს დედა-შვილი კლინიკიდან გაეწერა ?
გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – ნათქვამია რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს განცხადებაში.