LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის აცრიან საქართველოში „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინით? – იმუნიზაციის საბჭო დღეს იმსჯელებს

83
e10103f918274e1b9000a921649e4329

იმუნიზაციის საბჭო დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებს, ვის ექნება შესაძლებლობა ჩინური ვაქცინით აიცრას.

სარეგისტრაციო ფორმის შევსება ხვალიდან გააქტიურდება, ხოლო ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება.

ჩინური “სინოფარმი”, სავარაუდოდ, 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ამირან გამყრელიძე აცხადებს და აღნიშნავს, რომ ჩინური წარმოების ვაქცინა 86%-იანი ეფექტურობით გამოირჩევა.

“18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, “ფრონტ-ოფისებში” მყოფი ადამიანები და ა.შ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები, რომელსაც მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას”, – აცხადებს გამყრელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g