”Marca”: პეპე ”რეალის” ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელიც ბენიტესს უჭერდა მხარს.
”რეალის” ფეხბურთელების უმრავლესობა რაფაელ ბენიტესის მთავარი მწვრთნელობიდან მოხსნითა და ზინედინ ზიდანის დანიშვნით კმაყოფილი დარჩა.
ერთადერთი ფეხბურთელი კი, რომელიც ბენიტესს უჭერდა მხარს, პეპე იყო.
გამოცემის ინფორმაციით, ბენიტესს მადრიდული გუნდის ლიდერებთან, კრიშტიანუ რონალდუსთან და სერხიო რამოსთან ურთიერთობა გაუფუჭდა.
როგორც წყარო იუწყება, სიხარულით მიიღეს ახალი ამბავი ასევე ხამეს როდრიგესმა, ხესემ და ისკომ.